ახალი ამბები

პრემიერ მინისტრი საქართველოს ბიუჯეტზე

19 ნოემბერი, 2010 •
პრემიერ მინისტრი საქართველოს ბიუჯეტზე

დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მოხსენება პარლამენტში წარმოადგინა.

დღესვე საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს მჭედლიშვილის სიტყვას.

ნათქვამია, რომ  პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ბიუჯეტში ცვლილებებს მიესალმება.

„ 2010 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაიზარდა ადრე ნავარაუდები 4.5 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე“,–ამბობს პრესსამსახურის უფროსი.

ამავე დღეს მჭედლიშვილმა 2011 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა მომავალი წლის  ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრი. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ წელს შემცირდება ახლანდელი 6.3 პროცენტიდან დაახლოებით 4.3 პროცენტამდე.

„ რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ ბიუჯეტის დეფიციტის ასეთ შემცირებას? უპირველეს ყოვლისა, ეს არის „ბიუროკრატიული მადის ალაგმვა”. რას ნიშნავს ეს? მთავრობამ გადაწყვიტა, ყველა სამინისტროს ხარჯი შეამციროს 10 პროცენტით, გამოაცხადოს სრული მორატორიუმი ავტომობილების შესყიდვაზე, არ გაზარდოს თანამდებობის პირთა ხელფასები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი