ახალი ამბები

“განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები”

19 ნოემბერი, 2010 • • 965
“განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები”

”ინკლუზიური განათლება – განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები” 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე კრებულია.

დღეს ბროშურის პრეზენტაცია შედგა და მას განათლების მინისტრი დაესწრო.  ბროშურა  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით მოამზადა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შემოქმედებითი კრებული პირველად გამოვიდა საქართველოში.

საიტის ინფორმაციით, 198 საჯარო სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან მხოლოდ 10%-ია სოციალურად დაუცველი, დანარჩენი 90% კი სპეციალური საჭიროების მქონეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი