ახალი ამბები

გიგი წერეთელი ნარკომომხმარებელთა კანონმდებლობაზე

19 ნოემბერი, 2010 • • 1269
გიგი წერეთელი ნარკომომხმარებელთა კანონმდებლობაზე

გიგი წერეთელი ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა ნარკომომხამრებლებთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა შედეგიანი.

პარლამენტის ოფიციალური გვერდი გიგი წერეთლის ციტატას აქვეყნებს:

“დღეს არსებულმა პოლიტიკამ ვერ გამოიღო ეფექტური შედეგი, რადგან ჩვენს კანონმდებლობას ამ სფეროში საბჭოური მემკვიდრეობა აქვს. უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად   საერთაშორისო გამოცდილება გვჭირდებოდა. ამ მხრივ, ჩეხეთში  გატარებული რეფორმის ავტორების მოსაზრებები  ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი  იყო” .

ეს განცხადება გიგი წერეთელმა ჩეხეთში ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით განხორცილებეული რეფორმების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

როგორც პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს შეხვედრა ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ჩეხეთის რეფორმის მიდგომის არსი,  დასჯის მეთოდების გამკაცრების ნაცვლად, პრევენციული ღონისძიების გაძლიერება  და ნარკომომხმარებელთა მკურნალობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი