ახალი ამბები

უკრაინის სპეცსამსახური: რუსულ აეროდრომზე ორი ავიაგამანადგურებელი დავაზიანეთ

22 დეკემბერი, 2025 •
უკრაინის სპეცსამსახური: რუსულ აეროდრომზე ორი ავიაგამანადგურებელი დავაზიანეთ

20-21 დეკემბრის ღამეს, რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ძვირადღირებული რუსული ავიაგამანადგურებელი — Su-30 და Su-27 დაზიანდა.

კიევი აცხადებს, რომ ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ოპერაციის შედეგად, რომელიც უშუალოდ რუსეთში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელმა განახორციელა.

შესაძლოა, ორი დაზიანებული გამანადგურებლის საერთო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს აღწევდეს.

უკრაინის დაზვერვაში აღნიშნეს, რომ ლიპეცკის აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა: „სკრუპულოზური მომზადების და პროფესიონალიზმის წყალობით, დაზიანდა Su-27 და Su-30, ბორტის ნომრებით ’12’ და ’82’.“

მასალების გადაბეჭდვის წესი