ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.

„ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.