17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ დაემუქრა უკრაინას და მის მოკავშირე ევროპელი ქვეყნის ლიდერებს. 

“თუ მოწინააღმდეგე და მისი უცხოელი მფარველები მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, სამხედრო გზით მივაღწევთ მიზანს”, – პუტინის ეს განცხადება  რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. 

საუბარია აშშ-ის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელმაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა უზრუნველყოს, თუმცა “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას გულისხმობს, რაზეც  უკრაინა არ თანხმდება.

14-15 დეკემბერს ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “უკრაინა დონბასს არ დე ფაქტო და არც დე იურე არ დათმობს”.