ახალი ამბები

უსახლკაროებს თავშესაფარი დაეწვათ

18 ნოემბერი, 2010 • 1041
უსახლკაროებს თავშესაფარი დაეწვათ

თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის საქვაბეს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საქვაბეში ორსულიანი  უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

ხანძარი მეზობლებმა ღამის ცხრა საათისთვის შენიშნეს და ქალაქის სამაშველო სამსახურს, პოლიციასა და სასწარაფოს გამოუძახეს.

სამაშველო სამსახურმა საქვაბიდან შუახნის ასაკის მამაკაცი ამოიყვანა. მეზობლების თქმით, საქვაბეში, სავარაუდოდ, ქალიც იმყოფებოდა, თუმცა სამაშველო სამსახურმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქალი ვერ იპოვა. დაზარალებულ მამაკაცს  სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი