ახალი ამბები

გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობისთვის 2 ადამიანი დააკავეს

4 დეკემბერი, 2025 •
გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობისთვის 2 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ საგურამოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ, 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ყაჩაღობა მოხდა ბიზნესმენ გელა ბარკალაიას ერთ-ერთ სახლში. ბარკალაია და მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ნაცემია ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელიც.

ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ „პირველებს“ გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი