რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე TV პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი დააკავეს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.

რამდენიმე ხნიანი ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დაკავებულია და დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ.

22 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის 360-ე დღეს პოლიციამ ასევე დააკავა 8 დემონსტრანტი.