“შეძრულნი ვართ ცნობით, რომ განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები. ამ მძიმე მომენტებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი სახელით და აზერბაიჯანის ხალხის სახელით სამძიმარს გამოვხატავ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების და მოძმე თურქი ხალხის მიმართ”, – ავრცელებს აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილს.
საქართველოს შსს-ს ცნობით, დღეს, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.







