ახალი ამბები

“ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია” – უისლონი ოპოზიციონერი ლიდერებისადმი წარდგენილ ახალ ბრალდებაზე

7 ნოემბერი, 2025 •
“ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია” – უისლონი ოპოზიციონერი ლიდერებისადმი წარდგენილ ახალ ბრალდებაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება რვა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებებს. უილსონის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია”.

“ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ეს ავადმყოფური საქციელი არის მათი მფარველების ტაქტიკების ანარეკლი მოსკოვიდან და პეკინიდან. ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი ღალატობს საკუთარ ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ”, – წერს უილსონი.

გუშინ, 6 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პროკურატურამ დაიწყო მორიგი სისხლისსამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.  ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი