დღეს, 3 ნოემბერს, „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს.
სავარაუდოდ, ის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბითაა დაკავებული. როგორც „მედიაჩეკერი“ აცხადებს, ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
3 ნოემბერს საღამოს, წინა დღეების მსგავსად, გზის გადაკეტვის საბაბით რუსთაველის აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.







