ახალი ამბები

პირი არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

29 ოქტომბერი, 2025 •
პირი არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ, ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი