სამოქალაქო აქტივისტ ნადიმ ხმალაძეს სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ხმალაძე თვითონ ავრცელებს.

ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაჰყავს.

“დამაგდეს და თავში მირტყეს ფეხები”, – ამბობს ის ვიდეოში, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული.