ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიტოლოგი ბაჰრუზ სამედოვი აზერბაიჯანის სამარტოო საკანში გადაიყვანეს

24 ოქტომბერი, 2025 •
პოლიტოლოგი ბაჰრუზ სამედოვი აზერბაიჯანის სამარტოო საკანში გადაიყვანეს

პოლიტოლოგი ბაჰრუზ სამედოვი მოთავსებულია სამარტოო საკანში და მას ბებიასთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. წერს “კავკაზსკი უზელი”.

29 წლის პოლიტოლოგს და ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტ ბაჰრუზ სამედოვს, ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

სამედოვი 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, როცა არდადეგებისთვის აზერბაიჯანში ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, ის „სომხეთის წარმომადგენელთა დავალებით“ წერდა და თარგმნიდა სტატიებს. ბრალდება ეფუძნებოდა სამედოვის მიმოწერას სამ სომეხ ქალთან. თავად სამედოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სახელმწიფო ღალატში. ის ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით, რომელსაც უცხოურ მედიაში გამოხატავდა. დაცვის მხარის აზრით, მისი დაკავების რეალური მიზეზი მისი „ანტისაომარი შეხედულებები“ გახდა.

როგორც გამოცემა წერს, პოლიტოლოგის 82 წლის ბებია, ზიბეიდა ოსმანოვა, რომელიც ბაჰრუზის ერთადერთი ნათესავია, 22 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა, რათა შვილიშვილთან შეხვედრა მოეთხოვა. თუმცა უარი უთხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი