აფხაზური მედიის ცნობით, აფაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში დააკავა თურქეთის მოქალაქე სერჯან ტოკაჩი, რომელიც ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, სერჯან ტოკაჩი თურქული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერია, რომელიც მოქმედებს როგორც თურქეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს შეკვეთილ მკვლელობებს, შანტაჟსა და გამოძალვას.
აფხაზური მხარის ცნობით, დაკავებული აფაზეთში უკანონოდ შევიდა მდინარე ენგურის გავლით, მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, რათა თავი დაეღწია სისხლისსამართლებრივ დევნას.
“სერჯან ტოკაჩი გადაყვანილია აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები”, – წერს აფხაზური მედია დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით.
აფხაზური მხარე 2025 წლის აგვისტოშიც აცხადებდა, რომ ორი თურქი ძებნილი დააკავა.
აფხაზეთში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები რუსეთს გადავეცით – სოხუმი
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
