ახალი ამბები

ცაგარეიშვილი წამების ფაქტებზე საუბრობს

16 ნოემბერი, 2010 • • 991
ცაგარეიშვილი წამების ფაქტებზე საუბრობს

გია ცაგარეიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ქსნის მეშვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა არ მისცეს.

ცაგარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ  რამდენიმე პატიმრის ცემის შესახებ მათმა ადვოკატებმა ინფორმაცია  მიაწოდეს და ამ ნაცემი პატიმრების მონახულება სურდა.

გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემია 8 პატიმარი, რომელთა უმრავლესობას სასჯელაღსრულების ადგილებში არადამიანური მოპყრობის შესახებ სარჩელი სტრასბურგის შესაბამის სასამართლოში აქვთ შეტანილი.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპყრობილეში შესვლის სპეციალური ნებართავა სთხოვა, თუმცა  პასუხი ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი