ნეტგაზეთი | ქუთაისში პარლამენტს შესაძლოა, მთავრობაც გადაყვეს ქუთაისში პარლამენტს შესაძლოა, მთავრობაც გადაყვეს – Netgazeti
RU | GE  

ქუთაისში პარლამენტს შესაძლოა, მთავრობაც გადაყვეს

დღეს ქუთაისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით – საქართველოს მთავრობის სახლი ქუთაისში. ბილბორდზე გამოსახულია ახალი ხუთსართულიანი შენობის მაკეტი. შენობა ირაკლი აბაშიძის გამზირზე, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა აშენდეს

ბანერი2
ბანერი2

დღეს ქუთაისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით – საქართველოს მთავრობის სახლი ქუთაისში. ბილბორდზე გამოსახულია ახალი ხუთსართულიანი შენობის მაკეტი. შენობა ირაკლი აბაშიძის გამზირზე, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა აშენდეს. ახალი მშენებლობისთვის ტერიტორია უკვე შემოღობილია, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტის მისვლას ელიან, რომელიც თავად განაცხადებს იმის თაობაზე, გადავა თუ არა ქუთაისში, პარლამენტთან ერთად, მთავრობაც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პრემიერ–მინისტრის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს ნიკო მჭედლიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი არ არის მთავრობის ქუთაისში გადატანაზე:

„არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, მე როგორც ვხვდები, საუბარია იმაზე, რომ მთავრობის სერვისები იყოს გადატანილი,“ – აღნიშნა მან.

ნეტგაზეთი ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძესაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, გადადის თუ არა ქუთაისში მთავრობის კანცელარია.

„ქვეყნის პირველი პირი გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას და მე ამის შესახებ ახლა ვერაფერს გეტყვით“ – გვითხრა მან.

ქუთაისში რამდენიმე ცენტრალური უწყების გადატანის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ამჟამად ქალაქში მიმდინარეობს პარლამენტის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს. პრეზიდენტისავე გადაწყვეტილებით, ქუთაისში თბილისიდან უკვე გადაინაცვლა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგეულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მთლიანად, ნაწილობრივ კი –კონტროლის პალატამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ბანერი1
ბანერი1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი