ახალი ამბები

პოლიციის აკადემია უნივერსიტეტში

16 ნოემბერი, 2010 • • 1883
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტში

დღეს უნივერსიტეტში პოლიციის აკადემიის რექტორი და საპატრულო პოლიციის უფროსი მივიდნენ.

შეხვედრას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სტუდენტები, სხვადასხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებულები და უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ.

პოლიციის აკადემია ზუსტი მეცნიერების სპეციალისტებს შსს–ში სამუშაოდ იწვევს.

ამის შესახებ პოლიციის აკადემიის რექტორმა, ხატია დეკანოიძემ უნივერსიტეტში შეხვედრისას განაცხადა.

ბიოლოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები და მათემატიკოსები, მას შემდეგ, რაც პოლიციის აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან, დასაქმდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ სამსახურში.

შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი, რომელიც  კრიმინალისტიკური სამსახურის სამუშაო პროცესს ასახავდა.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ თანამშრომლებზე. გექნებათ კარგი ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღევვეა“,–განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრისას.

დაინტერესებული ზუსტი მეცნიერების სპეციალისტები გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე დღის შემდეგ მიიღებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი