ახალი ამბები

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?

16 ნოემბერი, 2010 • • 1266
გაძვირდება თუ არა მგზავრობა?

მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით უახლოეს მომავალში არ გაძვირდება. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მგზავრობის ფასის მომატება არ არის მოსალოდნელი.

“ამ თემაზე საუბარი ჩვენთან არ ყოფილა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება”,–ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ დროისთვის მეტროთი და ავტობუსით ერთჯერადი მგზავრობა 40 თეთრი ღირს. თუ სპეციალური პლასტიკური ბარათით სარგებლობს  მგზავრი, მეორე მგზავრობა 30 თეთრი უჯდება. ყოველი მომდევნო კი – 20 თეთრი.

სამარშრუტო ავტობუსით მგზავრობის არსებული ფასი 50 თეთრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი