ახალი ამბები

საია მედიის საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს მხარს უჭერს

15 ნოემბერი, 2010 • • 1165
საია მედიის საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს მხარს უჭერს

საია მხარს უჭერს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მედია გარემოს გაჯანსაღებისთვის.

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაეხმარება მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფს წარდგენილი წინადადებების ლობირებაში.

კანონპროექტი პარლამენტში 12 ნოემბერს წარადგინეს. ერთი კვირით ადრე დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ კომიტეტს მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაავალა. ზუსტად 12 ნოემბერს სხდომაზე დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომელიც პავლე კუბლაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა მოამზადეს.

“სამწუხაროდ, აღნიშნული ვერსია სრულყოფილად არ ასახავს მედია სფეროში რეალურად არსებულ პრობლემებს და არ გვთავაზობს მათი გადაჭრის კონკრეტულ, პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებულ მექანიზმებს”,–აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ მათი აზრით, საინიციატივო ჯგუფის წინადადება უფრო მეტად უზრუნველყოფს
მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი