წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს, 15 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება .
ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსთან წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიაციტივო ჯგუფის წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.
სახალხო კრების ოფიციალურ ინტერნეტ გვერდი წერს, რომ გაფრინდაშვილმა ხალხს კრებაში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, იძულებულნი არიან, 25 ნოემბერს კრება პარლამენტის წინ ჩაატარონ, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროდან “ლოკომოტივის” სტადიონის დათმობაზეც უარი მიიღეს, მანამდე კი სპორტის სასახლის დათმობაზე მიიღეს უარი.
