მინიმუმ 162 ჰა ტყის მასივი განადგურდა საქართველოში ოთხდღიანი ხანძრის შედეგად.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, კახეთში, ახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია, ფართობი დაუზუსტებელია.

თელავის რაიონში, ლოპოტას მთის მიმდებარედ, ხანძარმა 25 ჰა მოიცვა.

ბაღდათში დამწვარია 17 ჰექტარამდე შერეული ტყის მასივი.
სნოს ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებულია დაახლოებით 80 ჰექტარი საძოვარი.

„ხანძარი სნოს ხეობიდან ქოსელისა და კარკუჩას ხეობაში გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად ცდილობენ“,–აცხადებს სამინსიტრო.
თიანეთის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი საფრთხეს დუშეთის საზღვარზე მდებარე ტყეებსაც უქმნიდა. ცხვარიჭამიაში ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 10 ჰა ტყის მასივი. დამწვარია თბილისის ეროვნული პარკის 30 ჰექტარი ფართობი.

ქრობის სამუშაოებში, გარემოს დაცვის სამინსტროსთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან, რეგიონულ სამაშველო ძალებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ავიაციაც არის ჩართული.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *