ახალი ამბები

ავტომფლობელთა აქცია: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”

14 ნოემბერი, 2010 • • 3577
ავტომფლობელთა აქცია: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”

ავტომფლობელების საპროტესტო აქცია,რომელიც გუშინ ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე დაიწყო, მსვლელობით და ავტომობილზე გაკრული წარწერებით “შეაჩერეთ დაბურული კანონი” გაგრძელდა.
ასამდე მძღოლი,რომელიც აქციაზე შეიკრიბა,ქარხნულად დაბურულ მინებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამონაკლისის დაშვებას სთხოვდა.
მათი თქმით,ავტომობილების ნაწილს,რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით მოძრაობას, ქარხნულად დაბურული მინები აქვთ. მწარმოებლების ნაწილს კი ავტომობილისთვის დაუბურავი მინები საერთოდ არ აქვთ.
არაორიგინალი მინების ავტომობილზე დაყანება კი მათი აზრით საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთოებას.

გიორგი მგელაძემ რამდენიმე დღის პატრულს საკუთარი ავტომობილის მინების შუქგამტარიანობა შეამოწმებინა. ის ამბობს, რომ მისი მანქანა სტანდარტებში არ ჯდება და მას მინების გამოცვლა მოუწევს.მგელაძემ ნეტგაზეთს  უთხრა, რომ მას მინების გამოცვლა მინიმუმ 500 აშშ დოლარი დაუჯდება.
”საქმე ისაა, რომ სუბარუს დაუბურავი მინები საქართველოში არ იყიდება. ჩვენ ის უნდა შევუკვეთოთ ამერიკაში და ისიც არაორიგინალი, რადგან ჩემი მანქანის მოდელისთვის იაპონელებს დაუბურავი შუშები არ გამოუშვიათ.  მათი ჩამოტანა აშშ-დან  კი დამატებით ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული”-ამბობს სუბარუ ფორესტერის მძღოლი.

გიორგი მგელაძის მდგომარეობაში არიან ჰონდას, სუბარუს, ბე-ემ-ვე-ს ზოგიერთი მოდელის და კიდევ ათასობით ავტომობილის პატრონი, რომელთა მანქანის მინების დაბურვა დასაშვებ ნორმებში არ ჯდება.  ისინი ითხოვენ, რომ შეზღუდვები არ გავრცელდეს ქარხნულად დაბურულ მინებზე.
ამ მოთხოვნით ასამდე მძღოლმა დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტრიაზე საპროტესტო აქცია მოაწყო.
მათ ქარხნულად დაბურულ მინებზე გამონაკლისის დაშვება შსს-ს კიდევ ერთელ სთხოვეს.
ორშაბათს ავტომობილთა მფლობელები შსს-ს მინისტრ ვანო მერაბიშვილს წერილსაც გადასცემენ, სადაც მათი თხოვნა იქნება ჩამოყალიბებული.  

საპროტესტო აქციის შემდეგ მძღოლბმა ავტომობილებით ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. მათ მინებზე გაკრული ჰქონდათ ქაღალდები წარწერით: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”.

შს მინისტრის 29 ოქტომბრის 917-ე   ბრძანებით ავტომანქანის მინების დამუქებაზე გარკვეული  შეზღუდვები დაწესდა, 9 ნოემბერს მინისტრის ბრძანება შეიცვალა და შეზღუდვები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: კერძოდ,   ავტომანქანის წინა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო, უკანა გვერდითი მინების  დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით.    უკანა საქარე მინის  დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის.

Image 2577
Image 2577

მასალების გადაბეჭდვის წესი