ახალი ამბები

ავტომფლობელთა საპროტესტო აქცია

13 ნოემბერი, 2010 • • 1174
ავტომფლობელთა საპროტესტო აქცია

დღეს დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტომობილების მფლობელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

სასაპროტესტო აქციის მიზეზი 10 ნოემბრიდან ამოქმედებული 50 –ლარიანი ჯარიმაა, რომელიც  ახლადდაწესებულ ნორმაზე მეტად  დამუქებული მინებისთვის შემოიღეს.

ავტომობილების მფლობელები აცხადებენ, რომ ავტომობილების გარკვეულ კატეგორიას მინები ქარხნულად აქვთ დამუქებული.

ისინი ამბობენ, რომ არა აქვთ საშუალება, მინები შეცვალონ, არა მარტო მათი სიძვირის გამო, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, ამ მოდელზე დაუბურავი მინების არარსებობის გამო. ხოლო  არაქარხნული წესით დამზადებული მინებით შეცვლა, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის მგზავრთა ჯანმრთელობას და ამცირებს ავტომობილის უსაფრთხოებას.

შაბათის აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების თხოვნაა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაითვალისწინოს ათასობით ავტომფლობელის ინტერესი (რომელთა ავტომობილების მინებიც ქარხნულადაა დამუქებული) და მოხსნას შეზღუდვა ქარხნულად დამუქებულ  უკანა გვერდითა და წინა საქარე მინებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი