ოზურგეთში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე – საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
