„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან საკუთარ თავში შერიგებისთვის საჭირო სიმამაცესა და პასუხისმგებლობას და შერიგდებიან ჩვენი ხალხებიც.“
ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, რომ არა პრეზიდენტი ტრამპი, სომხეთი და აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, განაგრძობდნენ მოლაპარაკებების უსასრულო პროცესს.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას “ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ”.
ამგვარად მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი კურსი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ.
