ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრები არაღიარებულ ტერიტორიებზე

11 ნოემბერი, 2010 • • 1057
საგარეო საქმეთა მინისტრები არაღიარებულ ტერიტორიებზე

გრგოლო ვაშაძის თქმით, ეუთოს დაგეგმილ სამიტზე საქართველო ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ელოდება,– ამის შესახებ კიევპოსტი წერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ტალინში ჟურანლისტებისთვის გააკეთა. ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველა საერთაშორისო შეხვედრისას უნდა წამოიჭრას.

„არ მჯერა, რომ ეუთოს სამიტი იგნორირებას გაუკეთებს ისეთ თემებს, როგორებიცაა– აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთლიანი ყარაბაღი“. მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების აუცილებლობაზე.

გრიგოლ ვაშაძემ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

ვაშაძემ, კიევპოსტის ინფორმაციით, ასევე ისაუბრა საქართველოში ჯაშუშუბის ბრალდებით დაკავებულ 13 ადამიანზე.

„ჩვენ გვაქვს მათი ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულება. ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი