ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტში ბიუჯეტი არასამთავრობოებთან ერთად განიხილება

11 ნოემბერი, 2010 •
საპარლამენტო კომიტეტში ბიუჯეტი არასამთავრობოებთან ერთად განიხილება

ამ წუთებში პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაში 10–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დღესვე პარლამენტში დაგეგმილი იყო არასამთავრობოების შეხვედრა ქრისტიან დემოკრატებთან, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. ისინი ერთმანეთს ხვალ, 11 საათზე, შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი