ახალი ამბები

ელენე ხოშტარიას თქმით, მისი და „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

22 ივლისი, 2025 •
ელენე ხოშტარიას თქმით,  მისი და „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტიის ანგარიშები დააყადაღეს.

„ვაი თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი. არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

პარტია „დროას“ ლიდერის, ქეთი ბარბაქაძის განცხადებით, პარტიის ანგარიშს ყადაღა 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გადაუხდელობის გამო დაადეს.

მისი თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიამ თბილისის ოლქების გადათვლასთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივრები შეიტანა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მაშინ პარტიას საჩივრების შეტანისას გადასახდელი ჰქონდა ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, ყადაღის დადებამდე, ჯერ პარტიისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ მათ მსგავსი თანხა ჰქონდათ გადასახდელი, რაც არ მომხდარა.

რაც შეეხება „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშების დაყადაღებას, იურისტის თქმით, მიზეზი ჯერ არ გაურკვევიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უნდა უკავშირდებოდეს ხოშტარიას მიერ სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას.

„დროა“ 4 წლის წინანდელი სასამართლოს ბაჟის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი