ახალი ამბები

შეთანხმება პარლამენტში

11 ნოემბერი, 2010 •
შეთანხმება პარლამენტში

ხელისუფლებისa და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრები საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თემაზე 17 ნოემბერს განახლდება.

პირველი შეხვედრა, რომელიც პარლამენტში გუშინ გაიმართა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმდნენ და შეხვედრის პროდუქტიულობაზე საუბრობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს გუშინ 15 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის, ე.წ. რვიანის პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინათ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები შეიმუშავეს.

დავით ბაქრაძემ შეხვედრას პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა უწოდა.

ყველა ძირითად საკითხზე, რაც საჭიროა პროცესის დასაწყებად, შეთანხმება მიღწეულია, შეთანხმებულია ყველა ტექნიკური საკითხი. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც  კვალიფიციური ან საპარლამენტო სტატუსი აქვს. შეთანხმდნენ ასევე, რომ მთელი პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე მედიისა და საზოგადოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი