ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში Sputnik-ის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი დააკავეს

30 ივნისი, 2025 •
ბაქოში Sputnik-ის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანის შსს-მ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩაატარა „Sputnik აზერბაიჯანის“ ოფისში – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგორც Trend იტყობინება, დაკავებულთა შორის არიან ბაქოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის შსს-მ დაიწყო გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს ბაქოს განყოფილება („Sputnik აზერბაიჯანი“) განაგრძობდა საქმიანობას არაკანონიერი დაფინანსებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეჩერებული იყო.

აზერბაიჯანმა რუსული მედიაჯგუფის, Sputnik-ის პრესწარმომადგენლობა, 2025 წლის თებერვლის ბოლოს, სხვა საერთაშორისო მედიაგამოცემების პარალელურად დახურა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი ინფორმაციით, რუსულ მედიაჯგუფს მხოლოდ ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა დარჩა.

აზერბაიჯანის შსს-ს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი