ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში „Sputnik აზერბაიჯანის” ოფისში პოლიცია შევიდა

30 ივნისი, 2025 •
ბაქოში „Sputnik აზერბაიჯანის” ოფისში პოლიცია შევიდა

რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მორიგი დაძაბვის ფონზე, აზერბაიჯანის პოლიციის თანამშრომლები ოპერაციას ატარებენ „Sputnik აზერბაიჯანის“ ოფისში.

“აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „Sputnik“-ის საქმიანობა აზერბაიჯანში შეჩერებული იყო. ამის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ სააგენტო მაინც აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლები სამსახურში დადიან”, – წერს trenz.az, აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო.

აზერბაიჯანმა რუსული მედიაჯგუფის, Sputnik-ის პრესწარმომადგენლობა, 2025 წლის თებერვლის ბოლოს, სხვა საერთაშორისო მედიაგამოცემების პარალელურად დახურა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი ინფორმაციით, რუსულ მედიაჯგუფს მხოლოდ ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა დარჩა.

აზერბაიჯანმა Sputnik-ის წარმომადგენლობაც დახურა 

მასალების გადაბეჭდვის წესი