“ძვირფასო კოლეგებო, ჩემი გამოსვლა არ იქნება სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ არც დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაციაა ასეთი”, – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა ერიკ-ნიილს კროსმა, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) წევრმა.
ესტონელი პოლიტიკოსი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას შეეხებოდა.
“მინდა გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელები დავარქვათ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს “დემოკრატიის უკუსვლა”. ეს არ არის დემოკრატიის უკუსვლა. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ რეალურ დროში, არის რუსული სტილის, სავარაუდოდ, რუსეთიდან მართული, რუსეთის მხარდაჭერილი საქართველოს მიტაცების პროცესი. ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება ოლიგარქიული ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც შთაგონებულია და კონტროდება მოსკოვიდან. და ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინ.
ქართელი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიან დემონსტაციებს მართავს ევროკავშირის დროშის ქვეშ. მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არცერთ კითვას არ გაეცა პასუხი. არცერთს. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?”, – განაცხადა კროსმა.
მან გაიხსენაა, რომ მიმდინარე წლის იანვარში PACE-მ საქართელოს დელეგაციის უფლებამოსილება რამდენიმე დათქმით ცნო. მათ შორის იყო პოლიტიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შეწყვეტა, პოლიციელების მიერ ჩადენლი ძალადობრივი ქმედბეების გამოძიება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. საპასუხოდ “ქართულმა ოცნებამ” დატოვა PACE და კიდევ უფრო გაამკაცრა რეპრესიები.
კროსმა, კოლეგების მსგავსად, ახსენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები არიან “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
“ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართელოს მიმართულებას 180 გრადისუით ატრიალებს დემოკრატიიდან დიქტატურისკენ. “ქართული ოცნება” სწრაფი ტემპებით აძლიერებს ავტორიტარულ ძალაუფლებას […] მოდი, ვიქნები აბსოლუტურად მკაფიო – თუ ჩვენ ამას არ ვუპასუხებთ, ჩვენ გავხდებით თანამონაწილენი. დუმილი აღარ არის ნეიტრალიტეტი, დუმილი არის ღალატი.
ასე რომ, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივი, მიზანმიმართული სანქციებისკენ საქრთველოში რეჟიმის ყველა ოფიციალური პირის, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების, პოლიციელებისა და მათი ოჯახების მიმართ.
მოვუწოდებთ ყველა პატიოსან საჯარო მოხელეს, სამოქალაქო საზოგადოების წევრსა და პოლიციის ოფიცერს საქართველოში – გადადგეს და შეუერთდეს ხალხს.
მოგიწოდებთ საქართველოს წინააღმდეგ საქმის აღძვრას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, როგორც ეს იყო საბერძნეთის შემთხვევაში ოდესღაც. იმიტომ, რომ საქართელო არის იმის ზღვარზე, რომ გახდეს “ტყვე ერი”, როგორც დღეს არის ბელარუსი და როგორც იყო ევროპის ნახევარი ადრე. ეს იქნება რუსეთის, “რუსკი მირის” [Русский мир – რუსული სამყარო] გამარჯვება და ევროპისა და ამ ასამბლეის დამარცხება”, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.
ამავე თემაზე: