ახალი ამბები

სოფელ კაბალის ბაზარში კაცი მოკლეს, დაკავებულია 2 პირი – შსს

26 ივნისი, 2025 •
სოფელ კაბალის ბაზარში კაცი მოკლეს, დაკავებულია 2 პირი – შსს

გუშინ, 25 ივნისს ლაგოდეხის სოფელ კაბალაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 2 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი – 1975 წელს დაბადებული ფ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ო და ე.ი. ცხელ კვალზე, ბრალდებულების სახით დააკავეს“, – აცხადებს შსს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი