ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, მზადაა სომხეთის კათოლიკოსს აჩვენოს, რომ წინდაცვეთა არ აქვს

24 ივნისი, 2025 •
ფაშინიანის თქმით, მზადაა სომხეთის კათოლიკოსს აჩვენოს, რომ წინდაცვეთა არ აქვს

„კტრიჩ ნერსისიანის (სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საერო სახელი) სპიკერმა განაცხადა, თითქოს მე წინადაცვეთა მაქვს გაკეთებული. მზად ვარ მივიღო კტრიჩ ნერსისიანი და მისი სპიკერი და დავუმტკიცო საწინააღმდეგო“ ,– ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ „Facebook“-გვერდზე დაწერა.

„ხოლო თვითონ კი, ბოლოს და ბოლოს, პასუხი გასცეს კითხვას: დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის [ცელიბატი] აღთქმა? ჰყავს თუ არა შვილები?“ – დაამატა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას  შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით.

მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება,  გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.

სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.

„ვერ ვპოულობ ვერავითარ ლოგიკურ ახსნას იმისთვის, რომ უსაფრთხოების ამგვარი მწვავე გამოწვევების პირობებში ხელისუფლება იწყებს კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ. ეს მართლაც ძალზე მტკივნეულია. ეს მიუთითებს რეალობაზე: სომხეთის ხელისუფლება, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, სრულად ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და პირდაპირ ცდილობს, თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულების ნაცვლად, შექმნას ხელოვნური სამიზნეები და ყალბი დღის წესრიგი.“

„ცხადია, რა მიზანს ემსახურება ეს კამპანია. არ შეიძლება შემთხვევითად ჩაითვალოს ის დამთხვევები, რაც ხელისუფლების მიერ სამიზნეების შერჩევაში ჩანს — ისინი ემთხვევა აზერბაიჯანული პროპაგანდის მანქანის მიერ გავრცელებულ პრიორიტეტებს. ეს შემთხვევითობა არ არის“, — განაცხადა არქიეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა, ეჩმიაძინის კანცლერმა.

გარყვნილი “სასულიერო პირები” რატომ გააქტიურდნენ? – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი