აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყო, კვლავ გახანგრძლივდა, რაც ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვრები აზერბაიჯანში ჩაკეტილი რჩება.
როგორც Trend-ი იუწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება პირველ ოქტომბრამდე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არსებული გადაწყვეტილებით აღნიშნული რეჟიმი პირველ ივლისამდე იყო გაგრძელებული.