ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტამბოლში ფაშინიანისა და ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

20 ივნისი, 2025 •
სტამბოლში ფაშინიანისა და ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

სტამბოლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, თავდაპირველად შედგება ორი ლიდერის პირისპირ საუბარი, რის შემდეგაც დელეგაციების წევრები გამართავენ მოლაპარაკებებს მათი ხელმძღვანელობით.

ერდოღანი ფაშინიანს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლის სამუშაო ოფისში უმასპინძლებს — შენობაში, რომელიც სომხური წარმოშობის არქიტექტორის მიერაა აგებული.

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ფაშინიანს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ერდოღანთან შეხვედრა ახალი იმპულსი იქნება თურქეთთან ურთიერთობისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი