ახალი ამბები

ვინ დაიცავს რუს ჟურნალისტებს

9 ნოემბერი, 2010 • • 1015
ვინ დაიცავს რუს ჟურნალისტებს

ამნესტი ინტერნეიშენალი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

რამდენიმე დღის წინ ორ რუს ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა. დეილი კომერსანტის ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე და რეგიონალური გაზეთის, ჟუკოვსკიე ვესტის ჟურნალისტ ანატოლი ადამჩუკზე.

განცხადება რუს ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმაც გაკეთა.

მოწოდება ერთია: ჟურნალისტების დაცვა და საქმის გამოძიება.

პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედმა განაცხადა, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე,ისინი დაისჯებიან. მანვე გენერალურ პროკურორს დაავალა საქმის დეტალური გამოძიება.

მედვედევის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე 6 ნოემბერს გაჩნდა პოსტი, სადაც ის წერს, რომ კაშინის საქმის გამოძიება გენერალურ პროკურორს დაავალა.

დავალებიდან ორი დღის შემდეგ, სასტიკად სცემეს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ამჯერად, ანატოლი ადამჩუკი.

კომერსანტის რედაქცია წერს, რომ თუ პრეზიდენტის განცხადების შემდეგაც არ იქნება გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და თუ რეალური დამნაშავეები არ დასიჯებიან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობა და ჟუნტალისტებზე თავდასხმა დაკანონდება.

ოლეგ კაშინი საკუთარი სახლის წინ სასტიკად სცემეს. ის კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც კომერსანტი წერს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რედაქცია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს მის პროფესიას და იმ სტატიებს უკავშირებს, რომლებსაც ის წერდა.

ადამჩუკიც სცემეს. რედაქციის ოფისის წინ. მასაც თავის ძლიერი ტრამვა აქვს და ამ დრომდე საავადმყოფოშია.

”ამნესტი ინტერნეიშენალმა არ იცის, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გამოიძიოს ალბათობა, რომ თავდასხმა შესაძლოა მათ პროფესიულ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდებოდეს”,-განაცხადა ჯონ დალჰუსეინმა, ამნესტი ინტერნეიშენალის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაშინზე თავდასხმის მოტივად, გამოძიებამ მისი პუბლიკაციები და ინტერნეტში ღიად გამოთქმული პოზიციები დაასახელა. ითქვა, რომ გამოძიება მთავარ ვერსიად სწორედ მის პროფესიონალურ საქმიანობას განიხილავს.

ბოლო დროს ორივე ჟურნალისტი ერთსა და იმავე თემაზე მუშაობდა– მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე,რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე, სადაც ტყეა, გზის გაყვანაა დაგეგმილი.

კომერსანტი იმ მასალებს აქვეყნებს, რომლებზეც ჟურნალისტი ბოლო დროს მუშაობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი