Nikol Pashinyan

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ისლამური დღესასწაული ყურბან-ბაირამი.

„ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკას და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.

ფაშინიანის მილოცვაზე დაწერა აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ, სათაურით – “ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ყურბან-ბაირამი”.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან  ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, სომხეთის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. შეთანხმებული ტექსტის მიუხედავად, ჯერჯერობით, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოუწერელია. ერევანი აცხადებს, რომ ბაქოსგან ელის მზაობას.