4 ივნისს თბილისში დააკავეს 40 წლის კაცი, რომელსაც სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილთაგან ერთ-ერთი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ამოღებულია სავარაუდო დანაშაულის იარაღი – დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით მიმდინაროებს, რაც გულისხმობს ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავბეულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.