ახალი ამბები

ხვალიდან განბაჟების ახალი წესი ამოქმედდება

9 ნოემბერი, 2010 • • 1024
ხვალიდან განბაჟების ახალი წესი ამოქმედდება

ხვალიდან, 20– დღიანი ვადის ნაცვლად, ავტომობილის განბაჟებისთვის 45 –დღიანი ვადა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხოდამზე ფინანსთა მინსიტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ისაუბრა.

მან თქვა, რომ გამომდინარე საექსპორტო მაჩვენებლებიდან, რომლებშიც პირველ ადგილზე ავტომობილების გადაზიდვაა, საჭიროდ ჩათვალეს ვადების შეცვლა.

“პრაქტიკულად, 20 დღეში უნდა განებაჟებინათ, ან რეექსპორტის წესით უნდა გაეყვანათ ავტომობილები, ახლა კი მათ დეკლარირებას 45 დღეში შეძლებენ”,–ამბობს ბაინდურაშვილი.

აღნიშნული ცვლილება მაცნეში გამოქვეყნდება და  ახალი წესი ძალაში უკვე ხვლიდან შევა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი