დიმიტრი შაშკინი პორტუგალიაში საბავშვო სასწავლო ნეტბუქების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით დაინტერესდნენ.
კონკრეტულად, შაშკინი შეხვდა Intel-ის საბავშვო სასწავლო ნეტბუკების მწარმოებელი კომპანია JP Sa Couto-ს დამფუძნებელს ხორხე სა კოუტოსა და პროექტ ,,Magellan’’-ის ხელმძღვანელს ლუის სილვიერა პინტოს.
პროექტი ,,Magellan’’ პირველკლასელებისთვის ნეტბუკების დარიგებას ითვალისწინებს.
მაგელანი მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დაინერგა, თუმცა სამინისტროს გეგმები მომდევნო სასწავლო წელს ყველა პირველკლასელისთვის ნეტბუქის უფასოდ დარიგებას ითვალისწინებს.
„ამ პროექტის განსახორციელებლად პორტუგალიური მხარე მზადაა, ნეტბუკების წარმოება საქართველოშიც დანერგოს,“–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.