„სოფლის მეურნეობა არის ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი იდენტურობის ნაწილი და ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სწრაფად ზრდის პოტენციალი“,–განაცხადა პრეზიდენტმა “თავისუფალ უნივერსიტეტში” ვიზიტისას.
„დღეს ჩვენი ერთიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 11-12 % ქმნის სოფლის მეურნეობას, როცა მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სოფლად. ეს ციფრი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს შემდეგი 5 წლის განმავლობაში“.
აქვე პრეზიდენტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს?
და იქვე უპასუხა:
„აი, ბატონმა კახამ თქვა: ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტი მოვამზადოთ, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი საქართველოს პრაქტიკულად არ ჰქონია 60 -იანი წლებიდან მოყოლებული.”
სააკაშვილმა თქვა, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება რომ გაორმაგდეს, ქვეყანაში ყოველწლიურად მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო.




