ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბარში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს – შსს

11 მაისი, 2025 •
თბილისში, ერთ-ერთ ბარში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს – შსს

11 მაისს, გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა “რატის ბარში”, ან ბარის მიმდებარედ მოხდა – დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი