ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვში აღლუმზე ფაშინიანი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები ჩავიდნენ

9 მაისი, 2025 •
მოსკოვში აღლუმზე ფაშინიანი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები ჩავიდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც  დაესწრება 9 მაისს ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და შემდეგ “მნიშვნელოვან საკითხებზე” სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს.

„ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, — თქვა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში აღლუმს ასევე დაესწრებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი.

ორი დღით ადრე მოსკოვის აღლუმზე დასწრებაზე უარი განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი