ახალი ამბები

მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობის კანონპროექტი–პარლამენტისგან

8 ნოემბერი, 2010 • • 1072
მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობის კანონპროექტი–პარლამენტისგან

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, დავით ბაქრაძემ იურიდიულ კომიტეტს მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობის კანონპროექტის მომზადება დაავალა.

ბაქრაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ კანონპროექტში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე– ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონპროექტის შინაარსობრივი ნაწილი უკვე მზად არის და იგი მომდევნო ბიუროს სხდომისთვის დარეგისტრირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი