ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ენგურზე 110-ზე მეტი სასაზღვრო რეჟიმის კანონდამრღვევი დავაკავეთ” – სოხუმი

28 აპრილი, 2025 •
“ენგურზე 110-ზე მეტი სასაზღვრო რეჟიმის კანონდამრღვევი დავაკავეთ” – სოხუმი

აფხაზური მხარის განცხადებით, 2025 წლის I კვარტალში, ენგურზე აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) თანამშრომლებმა დააკავეს 110-ზე მეტი პირი, რომლებიც “აფხაზეთის რესპუბლიკის სასაზღვრო კანონმდებლობას არღვევდნენ”.

დაკავებულები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით: მუხლი 190 — “სასაზღვრო ზონაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა”; მუხლი 190.1 — “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევა”; მუხლი 190.2 — “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ ზღვასა და შიდა საზღვაო წყლებში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა”.

სოხუმის ინფორმაციითვე, ასევე “აღკვეთეს აფხაზურ-ქართული სახელმწიფო საზღვრის გავლით სხვადასხვა სახის ტვირთის უკანონო გადაზიდვის  15-ზე მეტი მცდელობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი