გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, მეორე კი დაჭრილია.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული და მოკლული „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.