ახალი ამბები

ამნესტი ინთერნეიშენალი მალაიზიაში დაკავებულ ქართველებზე

8 ნოემბერი, 2010 • • 1106
ამნესტი ინთერნეიშენალი მალაიზიაში დაკავებულ ქართველებზე

ამნესტი ინთერნეიშენალი მალაიზიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ორი ქართველი ქალის სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 26 ოქტომბერს დააკავეს. მალაიზიის სამართალდამცავების ცნობით, მათ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფიტამინი აღმოუჩინეს.

მალაიზიის კანონმდებლობით, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

26 წლის ბაბუცა გორდაძის სასამართლოს წინასწარი მოსმენა 4 ნოემბერს გაიმართა.

ახალ ამბებზე დაყრდნობით, ამნესტი ინთერნეიშენალი წერს, რომ გორდაძის პროცესზე არ იყო ადვოკატი, რომელიც მას დაიცავდა. პროცესზე ასევე არ იყო თარჯიმანი.

დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ამნესტი ინთერნეიშენალი აცხადებს, რომ აუციელებელია, მალაიზიის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქალების იურიდიული წარმომადგენლობა და თარჯიმანი, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე ისაბრუბრებს.

ამნესტი ინთერნეიშენალი წერს, რომ გორდაძე, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს.

ასევე მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე განსასჯელი ახალგაზრდა დედები არიან და ჰყავთ შვილები.

მასალების გადაბეჭდვის წესი